ანტირისტეს გამეფებისას მთა წყალში ჩაძირვას დაიწყებს და ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად დატოვებს მას, და საქართველოში ჩამობრძანდება და დაიდებს საბოლოო ბინას... ხოლო გზად ეკლესიები მას თაყვანს სცემენ და ხილულად მოიხრებიან მისკენ! დედამიწაზე სულ ხუთი მიწაა ღვთისმშობლის კუთვნილებაში, ერთი აქედან კი ქვეყანა (საქართველო), ოთხ მათგანს მეორედ მოსვლამდე, ანტიქრისტეს გამეფებისას მადლი განეშორება სულიწმიდისა, რადგან ამ მადლის მატარებელი მიძინებული წმინდანები და ხატები აღსდგებიან და განეშორებიან მას, ხოლო მათგან აღმატებული, ივერიის ღვთისმშობლის ხატი განეშორება რა ამ ხუთი მიწიდან ერთ-ერთს, იგი მოვა და განაბრწყინებს იბერიას! ხოლო განსხვავებით დანარჩენი ოთხი ადგილისაგან, საქართველოს არამცთუ განეშორება მადლი უფლისა, არამედ აღივსება მისით და გაბრწყინდება სულიწმიდით! და მხოლოდ იბერია დარჩება ქრისტეს მოსვლამდე ქრისტეს ქვეყნად!!!
და მოვა უფალი, და ამხელს ყოველ ერს ამ ერით! ამინ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев