- იცი, როგორი განცდაა ვიღაც რომ გიყვარს?
- მის გარეშე გეცოტავება სამყარო... ერთი სული გაქვს, როდის მოისმენ მის ხმას, როდის გაიქცევი მასთან შეხვედრაზე და სულაც არ გადარდებს, რომ გარეთ ქარია, ან საშინლად ცივა. იცი ამ დროს ბედნიერებისთვის რა ცოტა გყოფნის? ერთი თბილი გამოხედვა, ერთი შეტყობინება და უკვე სახეზე ღიმილი გაქვს, თვალებში კი ბედნიერების სხივი გიკრთება. ყოველი დილა ლამაზი გეჩვენება, რადგან მისი სიტყვები გაღვიძებს; ღამით იქამდე ვერ მოხუჭავ თვალს, სანამ არ დაგირეკავს, ან არ მოგწერს და არ გაიგებ, რომ კარგად არის. ასეთია სიყვარული, ვიღაც უცხო ადამიანს იმდენად ახლობელად აქცევს, რომ მის გარეშე ხიბლს დაკარგავს ყოველი წუთი.