ქალებმა იციან ერთგულება!
ქალებმა იციან ღალატიც,
შენ რომელს აირჩევ- გააჩნია,
ან თავად რით მისცემ მაგალითს...!
ქალებმა იციან დალოდება,
ქალებმა იციან გაქცევაც,
კაცები- ხანდახან ცდებით და
აკეთებთ არასწორ არჩევანს...
არიან ქალები,სათუთები,
ქალები, ძალიან ძლიერები,
ღირსეულს თუ მოძებნი გაუფრთხილდი...
არიან ასევე ცბიერებიც....
ქალებმა? იციან ერთგულება!
ქალებმა იციან ღალატიც,
შენ რომელს აირჩევ გააჩნია
ან ვისთან იცხოვრებ -მარადის...
ვის სულსაც ძალიან შეუყვარდი
თუნდ შენთან მართალი არ არის,
თუ შენით სიცოცხლე უხარია,
არასდროს არ უთხრა ნახვამდის.