მიჰქრის დრო, წუთებს მიერეკება,
თითქოს არ უნდა დააგვიანოს,
ჩვენი ცხოვრება ერთი წამია,
გამოიღვიძე ადამიანო!
მიდი, იარე დროვ, შენ რას გერჩი,
შენთან რა მინდა რას გემართლები,
საქმე ისაა, ჩვენ როგორ ვივლით,
ან თუ ვიქნებით ღმერთთან მართლები.
ქვეყანა სცენას დამსაგავსებია,
ზოგს იოლი ხვდა როლი, ზოგს რთული,
სულიერებას ის გვიქადაგებს,
ვინც არც კი იცის,რა არის სული.
აღსარების თქმა არავის უნდა,
ყველა მოძღვრებად გადაქცეულან,
ჰე,შევაშველოთ ერთმანეთს ხელი,
სანამ სულ ყველა არ წავქცეულვართ.
ჩვენი ცოდვებით სავსე ცხოვრებით,
გამარჯვებული ხარობს სატანა,
ნუთუ ვერ ხვდებით?ღმერთს უკვე უჭირს,
თვისი შექმნილი კაცის ატანა.
სხვის თვალებში თუ ბეწვსაც კი ვხედავთ,
საკუთარში რად ვერ ვამჩნევთ დირეს,
უბედობასაც სულ სხვას ვაბრალ