ქართული გენი და ძარღვი...
ნეოფაშიზმის ჯიში -
ხრწნადი მეტასტაზის
აგრესით
და უღმერთობის შიში...
აზელილ ბიო მასის ნარევს
განადგურების ნიშნით
რაშიც ჭირდება შველა
ვირთხების შემოტევა გვიშლის...
დაუსჯელობის დასჯით
ზნეობას რბევა და ხინჯი..
ნიშა გალეულა ასე
ტკივილი გარდაცვლილა ლხინში..
და მტკივა ქართული გენი
და უღმერთობის შიში...
ლ.მ.
საქართველო გადაჯიჯგნეს
გადაჯიჯგნეს თანაც უკვე რამდენჯერ...
მოზეიმე მტრის დროშის ქვეშ
ქართველია..
ჩვენი მიწა უკავიათ ცათბჯენებს...
ესეც უკვე... მერამდენედ....
ოცდაათი ვერცხლით მოსილ ბოჰემას....
ღალატის გზა ... ქართველობა
არა სტკივა შემცდარ, შეშლილ გონებას...
და გვთავაზობს ახალ რუქას
გლობალური გეგმის გამოგონება....
ქვეყნის ვაიდ სატირალო
მტრედის ფერით, ცოდვის ფერით
დაიტირო ქართველობა გმირებად და მონებად....
ქართველობა სანთლის ღვენთად
შეკრული....
დიდება კი
გმირთა ცრემლის გოდებად...
თამარის და დავითის გზის
მემკვიდრეთ
ალბათ კიდევ ბევრჯერ
მოგვაგონდება...
წვეს, ჭრეს, კვეცეს ისტორია
მაგრამ სულშიარ იშლება
მთავარი...
კურთხეული
ქართველობა
სხვა ამ ქვეყნად
არ არის!
ლ.მ. ( ეს ცხელ გულზე ექსპრომტა
ეს გრიგალი ქაოსების ღმერთია
ეს ხმაური რისხვა ქვეყნიერების...
ხომალდები ამოცოცდნენ ნაპირზე
მეძებარი გამქრალ ბედნიერების...
რეჟისურა - ოცნებების კონტურით...
და პიესა რეალობა- ნათითხნი
როლი გრიმით მაგრამ არა კოსტუმით..
უმძიმესი - პარტნიორის საკითხი...
სცენის ტრიალს მეტაფორა შემოაქვს
სილუეტი თითქოს წვება სანთელთან...
ყველა შტრიხი შორსაა და ახლოა
მოზღვავებულ , ატირებულ სათქმელთან...
სცენა ვიწრო..დაშვებული ფარდები...
ფერი მძიმე მბჟუტავი ...მოთარეშე...
სუნთქვამ ლანდი წამით
შევათამაშე..
სიჩუმე კი როგორც დეკორაცია...
..და "პაკლონი" მაყურებლის გარეშე....
ლ.მ.
ამულეტში ვცვლი უიღბლო ტყვიას..
ჩრდილების გავლით ბომბი მაფეთქებს..
მიზანმა ნახა თეთრი წერტილი
ვეცემი ..ვდგები...ასე ვირჩენ
სულის ნახეთქებს..
....და თვითმკვლელობას
თვითმკვლელობის სურვილი ჰქვია
გადამარჩინე ტკივილს ყულფზე
ნასკვი შეხსენი...
გადამარჩინე... არ არის გვიან...
წუთის სიჩუმეს დაგესესხები...
რკინის საფეხურს იქნებ შეწვდნენ
ფეხისგულები..
სიკვდილის წუთი ვღეჭო კბილებით
ვითომ უხეშად ბედისწერას ვედიდგულები...
იყო წუთები ტკბობის...არყოფნის...
ხან გრძელი ვალსიც დიდხანს ყოფილა...
სევდით უმზერდნენ მხიარულ ქალაქს
დღეები ზამთრის ცივი სოფლიდან...
ტყვიის მიზანში სიცოცხლეს ვეძებ
მზისკენ გაწვდილი ხელისგულებით...
წუთები დაღლილ წლებს აჩოქებენ
და ასე სიკვდილს ვედიდგულები....
ლ.მ.
მოლოდინი გაწოლილა ცაზე
სულს და სხეულს სად აეჭრათ სივრცე...
ნაწილ ნაწილ...სადღაც..სადღაც ვივლი...
და ღმერთს ალბათ უღმერთობას მივცემ...
ვერ მოვედი თუმც მოლოდინს ვგავდი...
ვაგროვებდი მდუმარების ხრინწებს
აბსურდების აქტებს დავწვავ უხმოდ
და შორიდან უხმოდ დაგიფიცებ...
სამყაროს ფსკერს ჟანგიანი ლურსმნით
მივაჩხაპნი რომ ვერ დაგივიწყე...
ნაწილ ნაწილ რომ სადღასაც ჩავრჩი
სულს და სხეულს რომ აეჭრათ სივრცე
მთლიანობას რომ ვუტოვებ
ღმერთს და...
რომ სამყაროს ფსკერზე ხოხვას ვიწყებ..
რომ დაგრჩება ქაღალდების დასტა
აბსურდებში დაკარგული ფიცით...
და რომ მისი ერთგულება მომკლავს
სიჩუმესთან დიალოგის ხრინწით....
ლ.მ.
ცრუ დასმენების კვალდაკვალ
დამარცხდა ოცდაჩვიდმეტიც...
ხან ისტორია გვპატიობს...(?)
ხანაც ქვეყნისთვის ვითმენდით...
პასუხებს დრონი გასცემენ
ნიკანორი თუ კლიმენტი...
გზაგასაყარზე დარჩება
ქვეყანა და ციცქნა იმედი...
მიწა მუჭებით წაიღეს
ფერეიდნელმა ხიზნებმაც
მტერმა ღვთის ნებით
ვერ შეძლო
ამ ქვეყნის მოდერნიზება....
სიცოცხლის ღერძი ტრიალებს
კითხვაც...ქალი თუ კაცია?....
ფასეულობებს ასტკივდათ
ქართული კონსერვაცია....
და ისტორიას წერს ღმერთი
ვინ ვინ ...ვინ ქოცი......ნაცია...
ასე აშენდა სვეტი და
ასე აშენდა ვარძია...
ქართულ სიბრტყეზე
რაც ბრწყინავს
ქართული სულის განძია...
ქართულ სიბრტყეს...სულს....
და სივრცეს
არ უწყის დეფორმაცია.....
ლ.მ.