დასრულდა უკვე ჩემი წამები თუმცა მინდოდა თქვენთან ცხოვრება, ცრემლით ავავსე თქვენი თვალები, დღეს დადგა ჩემი ფერისცვალება მივდივარ მაგარამ გიტოვებთ ღიმილს გშორდებით მაგრამ გიტოვებთ სითბოს, გთხოვთ ნუ დაიწყებთ ჩემს გამო ტირილს, მე ცრემლს კი არა სიყვარულს ვითხოვ, თუ მომისაჯეს შორს თქვენგან ყოფნა მოგონებებში ხომ თქვენთან ვრჩები?დავითვლი თქვენთან დარჩენილ წამებს და ზაფხულს ვაქცევ ზამთრის სიცივედ, ვიცი უჩემოდ რომ გაგაწამებთ და ჩემზე ფიქრებს ვერ მოიცილებთ,, ხოდა აავსეთ ღვინით ფიალა და ლექსად შესვით შესანდობარი, არ დაივიწყოთ ჩემი სახელი ქარმა წაიღოს ცრემლი და გლოვა, და თქვენს ნაღვლიან ლამაზ თვალებში მე სიხარულის ცრემლებად მოვალ