რატომ მიყვარხარ
დღემდე ვფიქრობ და ვერ გავიგე,
რა ვნახე შენში
ისეთი რაც ჯერ არ მინახავს,
ვერ დაგიშალე,
მინდოდა და ვერ გაგერიდე
და სიამაყეს
უძლურების გრძნობა მილახავს.
ვერ მაშინებდა
ცხელი ტყვია და ცივი რკინა,
ხახა-დაღებულ
სიკვდილს ბევრჯერ პირშიც ვაფურთხე
და უცებ,შენმა
სიყვარულმა მე შემაშინა,
შენი დაკარგვის
ალბათობა მკლავს და მაწუხებს.
ის აღარა ხარ,
რაც იყავ და უკვირთ ზოგ-ზოგებს,
შენ შეიცვალე,
ჰოდა გულო ნება იბოძე,
ეს სიყვარული
სიკვდილამდე გამოიზოგე
და არ გაფლანგო,
რადგან შემცვლელს სხვას ვეღარ მოგცემ.
გელოდები,ვიცი,მალე
გაიზრდები პატარავ,
მოგიტაცებ,ცხრა ზღვასა და
ცხრა მთას გადაგატარებ,
მწამს,რომ შევძლებ,აგისრულებ
გაქვს მაგ გულში ნატვრა რაც,
შენ ხარ,ჩემი მუქი მზერის
ვარდისფერი სათვალე.
ცა ქუ
იქონიე გამბედაობა, თუ კი გინდა რამე შეცვალო. იქონიე მოთმინება, თუ კი გინდა შეცვალო შეუძლებელი... და იყავი ბრძენი, რომ იცოდე, როდის არის საჭირო გამბედაობა და როდის მოთმინება. ;) ;)