"შენ ადამიანის შენარჩუნება თქვი, თორემ ადამიანის დაკარგვას არაფერი უნდა. მიჩვევაა ყველაფერი – გტკივა, ძალიან გტკივა, ასე, ორი–სამი კვირა, შესაძლოა – ორი–სამი თვე, თუნდაც – რამდენიმე წელი (გააჩნია, როგორ გიყვარს) და მერე ეჩვევი. ჯერ ვიზუალურად შლის დრო, მას, შენი მეხსიერებიდან, მერე ყველაფერი დანარჩენი გავიწყდება, თანმიმდევრულად: მისი ხმა, მისი სურნელი... ბოლოს ისე ხდება, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა, თითქოს არც არასდროს არსებულა შენს ცხოვრებაში. სულერთი ხდება, რაღაცნაირად. და ამის გაფიქრება არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ცხოვრება მის გარეშე გრძელდება. სრულიად სხვა საქმეა შენარჩუნება – საოცარი ნიჭი უნდა და რკინის ნებისყოფა. ალბათ ვინმე სისუსტეშიც კი ჩამოგართმევთ ძვირფასი ადამი
სხვის ცხოვრებაში ისინი იხედებიან, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით არიან დაჩაგრულები. სხვების შენიშვნებით ისინი დაკავებულან, რომლებიც თავისას მალავენ. სხვებს „სიბრძნეს“ ისინი ასწავლიან რომლებსაც სიბრძნის არაფერი გაეგებათ. მაშინ სჯობს გაანებოს სხვების კურნებას თავი, ჯერ თავისი თავი განკურნოს და შენიშვნებიც თავის თავს მისცეს, მაგრამ ასეთიც ხომ ბრძენია? და მაშინ რა ქნას უგუნურმა? ის სხვისკენ იხედება, სულით ღარიბი ხარობს იქნებ სხვებშიც ვიპოვოო სიღარიბე, გონებით ბრმა „სიბრძნეს“ მეტყველებს და ფიქრობს:იქნებ ვინმემ შემომხედოსო.