ჩემი მოფერება როცა გენატრება,
ვის შვილს ეფერები დედი,
შენი გაღიმება როცა წამლად მიღირს,
შენ მანდ ვერაფერს ვერ ხვდები, სული დამიტანჯა შენმა მონატრებამ,
გული მოლოდინით ფეთქავს,
ვცადე, რაც გულში მაქვს დარდად ჩახვეული
ლექსად ტკივილი რომ მეთქვა. ახლაც ლანდად მახსოვს შენი ბოლო კოცნა,
შენთან ჩახუტების სითბო,
როცა შემცივდება, ხელებს ცივ ზამთარში
ბებო მოფერებით მითბობს. სიცხემ ამიწია დედი უშენობით,
ვგავარ გაყვითლებულ ფოთოლს,
ჩემი ბალიშის ქვეშ ჩუმად ვეფერები
შენთან გადაღებულ ფოტოს. ნეტა ჩამეძინოს, სიზმრად დამენახო,
ნეტა არ გათენდეს მალე,
ნეტა მეც შენსავით ემიგრანტი მერქვას,
შენთან ერთად შევხვდე ხვალეს. ჩემი გულში ჩაკვრა როცა გენატრება,
ნეტა ვის შვილს იკრავ დედი,
ყოველ მზის ამოსვლას, ც