ნუ
ეძებთ მიზეზებს რომ გაამართლოთ ადამიანების ქცევები: თუ უნდათ მოგწერენ, თუ
უნდათ დაგირეკავენ, თუ დარდობენ- მოგძებნიან. თუ უნდათ ყველაფერს
გააკეთებენ...
"გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა,დამეხმარეო მთხოვა,
ბინძურ სამოსში თავი ჩახარა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა,
მცივა ვკანკალებო,მშია მაჭამეთო,იქნებ არ დაგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო,ოჯახს მილოცავდა,თვალს არ მისწორებდა თვალში,
მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე გულზე არ დავუშვი თხოვა,
რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილი მათხოვრის პოვნა,
მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე,ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,
უცებ უხილავი ხმები შემომესმა რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში,
უფლის ხელი ვიგრძენ მხარზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში,
შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე ის მე ვიყავიო მაშინ,
გული შემეკუმშა გული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში,
ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.. "
დაუკვირდი შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევა.დაუკვირდი შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებებად იქცევა.დაუკვირდი შენს ქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევა.დაუკვირდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი ხასიათად იქცევა.დაუკვირდი შენს ხასიათს, რადგან იგი შენს ცხოვრებას განსაზღვრავს