მთვარემ დაიხურა პარიკი და მე ვის გავუმართო მასკარადი?ო გინდა გოგონია ქმარი გინდა გულს კი სულ სხვა შხამი მოლესვია,შენთვის გართობაა პარიკი და ტაკიმასხრობაა პოეზია,მართლაც ეს ცხოვრება როგორია?ვინ იცის ვინ რომლის დონეზეა?კარგად დამაკვირდი გოგონია სად შენ და სად ჩემი პოეზია ზეცა ჩემ ოცნებებს ესადარა მიწამ თავიდანვე დამიწუნა
გინდა მამაკაცი? მე მზადა ვარ
ძუძუს მტევანივით დაგიწურავ
ქმრადაც გაგიხდები,შეგიცოდებ
დასტებად დაგიწყობ მზის ხალათებს,
მაგრამ ეგ იცოდე გოგონია პოეტი
უსათუოდ გიღალატებს რადგან,
ცაც პოეტის დონეზეა ჩვენ მხოლოდ ვეშვებით მასხარამდე
რადგან არ არსებობს პოეზია როგორც გარეგნული
მასკარადი
:დ :დ
დაიწყე? - რახან დაიწყე, ბოლომდე უნდა გახვიდე, თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს, მეათედ უნდა ახვიდე. ჩანაცრდი? - უნდა აალდე, არ იცნობ? - უნდა გაიცნო, ჭირია? - უნდა გამაგრდე, გტკივა და უნდა გაუძლო. დაეცი? - უნდა წამოდგე, დამარცხდი? - უნდა იბრძოლო, გაჭირდა? - უნდა გამოდგე მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო.