მოთმინებით დაამარცხე შენი მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა. ბოროტებას სიკეთით უპასუხე; იბრძოლე ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე იბრძოდა; ამპარტავნებას ებრძოლე სიმდაბლით, მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით; სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით, შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით; ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს არის გამარჯვების გზა, გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვიკაფა უფალმა იესომ, მას ტანჯვით მივყავართ აღდგომამდე. ჩვენ ვადგავართ ამ გზას, ამ ერთადერთ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით, თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის, თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მას, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს, თუკი არ ვრისხდებით, როცა შეურაცხგვყოფენ, თუკი ვლოცულობთ, როცა გვაგინებენ, თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ, ქრისტეს მსგავსად, ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველებისათვის: მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან! ამინ."
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев