Предыдущая публикация
ამინ!
ყველა თამარს, სრულიად საქართველოს, ვულოცავ თამარობას!...
თამარისადმი
ყველა სიკეთე შენზე მოიღო,
როცა მზე ბედთან მთლიანდებოდა
და ვერ გაიგო, ეს თვითონ იყო,
თუ შენი შუქით დიადემობდა...
როცა სიკეთის კვართად ნაქსოვი,
რწმენა ლოცვაში კვლავ გამთლიანდა,
ის, რაც იმედად გაჩნდა შამქორში,
არ დაკარგულა არც ბასიანთან...
დედობრივ ლოცვის თანაზიარად,
სიკარგით ყველა კარი განიხვნა,
შენი საფლავი, სხვაგან კი არა,
როცა საძებნად გულში გაგვიხდა...
ამით, მზესაც ხომ სიწმინდედ ვსახავთ,
თუკი კლდეცა ხარ, თუკი წყაროც ხარ...
მადლი უფალს, რომ ისევ შენ გვყავხარ,
სულის შემწედ და გულის საოხად!...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев