მეც ვერ ვხვდებოდი ..მაგრამ ეხლა გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით რომ უნდა დატკბეთ ყოველი იმ წამით რომელსაც შვილებთან ერთად ატარებთ უნდა დატკბეთ ყურებით თუ როგორ ჭამენ როგორ სძინავთ,უნდა დატკბეთ მათი უხასიათობითაც ხასიათითაც.მაშინაც როცა საუზმე არ მოსწონთ, როცა ყველაფრით უკმაყოფილონი არიან, როცა მაინც იმას აკეთებენ რაც უნდათ, უნდა დატკბეთ იმიტომ რომ ერთ დღეს, ისინი წავლენ ,დაიზრდებიან და მერე, ის ყველაფერი რაც ოდესღაც დიდ წვალებად და ნერვების შლად მიგაჩნდათ მოგენატრებათ..დამიჯერეთ! თუ თქვენ ხართ იმდენად ბედნიერნი რომ იყოთ საკუთარი შვილების გვერდით დააფასეთ მათთან გატარებული ყოველი წამი, რადგან უამრავი დედა ამ ქვეყნად ვერ ხედავს თუ როგორ იზრდებიან მისი შვილები, ეს არის რჩევა ქალისგან რომელსაც არ შეუძლია ხვალ დილით კოცნით გააღვიძოს შვილი და უთხრას :
დაბადების დღეს გილოცავ პატარა ქალბატონო...
მიყვარხარ და მენატრები ძალიან...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев