Предыдущая публикация
ისევ ღრუბელი
გამოჩნდა ცაზე,
და დღესაც ალბათ
ისევ იწვიმებს,
მე კიდევ ერთხელ
ვარ სევდიანი,
ფიქრები სადღაც
სულ შორს მიჰქრიან .
ისევ ავდარი
დამყვება გზაზე,
ალბათ ოდესმე
გამოიდარებს,
ახლა კი ვზივარ
გამოკეტილი,
რომ ვიოცნებო
არ შემიძლია.
ერთხელ იქნება
დარდსა და ვარამს,
ეს წვიმა ვიცი
ჩამომირეცხავს,
და თუკი მერე
მზე გაანათებს,
სევდიან ფიქრებს
სადღაც გაფანტავს.
მაიკო მამადაშვილი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2