მთელი ძალ-ღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, გაუფრთხილდით მას, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სული წმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის – ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ. მაგრამ დაე, უფალ იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32).
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев