ერთი მორწმუნე ყვებოდა: ”მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა. როცა დავშორდით ტაძარს, უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რატომ! მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:- მამა გაბრიელ, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ აკეთებთ ასე? - ტაძარს რომ მიუახლოვდებით,ნერწყვავთ. რესტორანთან ჩაივლით, პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ!..- რახან გულით მეუბნები, გეტყვი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა...აგიხსნი...ეკლესიის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, რომ ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ცოტას რომ მოვშორდები, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხ