არასდროს გაუკეთო იგნორირება, იმ ადამიანს რომელსაც ყოველთვის ძალიან უნდა შენთან ლაპარაკი, რომელიც ყველაზე მეტს ფიქრობს შენზე. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ერთ მშვენიერ დღეს, შენ შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე, რომ დაკარგე მთვარე, ვარსკვლავების თვალიერებაში."
აღარ მჯერა არც მომავლის, არც წარსულის მჯერა
აწმყოსი რა მოგახსენოთ, გადაგვარდა ყველა...
აღარ მჯერა ძაღლის ყეფის, არც კნავილის მჯერა,
მე ვისთვისაც კარგს ვაკეთებ, ცუდს მიკეთებს ყველა.
აღარ მჯერა მცხუნვარე მზის, აღარც წვიმის მჯერა
აირია ამინდიც და შეურია ყველამ.
აღარც სიყვარულის მჯერა, არც ასეთი გრძნობის,
ნამდვილი ვაჟკაცობა როდის მოვა როდის...
მაგრამ, მოვა??? არც არასდროს აღარც ამის მჯერა
გადაგვარდა ადამი და გადაჯიშდა ევა.
სიყვარული დაიკარგა, არც ის მოვა გჯერა?
ჩვენ რომ გვკითხონ ყველა გვიყვარს და ვუყვარვართ ყველას,
ეს ხომ მხოლოდ ტყუილია, მოტყუება თავის
აღარ გვინდა სიმართლეზე გასწორება თვალის...
არეულა ქვეყანა და აღარც ამის გვჯერა,
ამ არეულ ქვეყანაში ავრეულვართ ყველა.
ზოგი ჰყეფს და ზოგიც კნავის,