ყველაფერი დროებითია, ყველაფერი დროებითია ტკივილის გარდა. არ ნელდება, არ იცვლება არ გადის.
იქნებ ოცნებებიც დროებითია. იქნებ ნელ-ნელა ოცნებებიც გახუნდეს, ყველაფერი რაზეც აქამდე ოცნებობდი ახდეს, მაგრამ აღმოაჩენ რომ ეს ის არ არის რაზეც ოცნებობდი, რომ ამდენი ოცნებად არ ღირდა.
ყველას ეკარგება რაღაც ნაწილი სულის რაღაც ნაწილი. ვერ დავიწყებ ახლა მაღალფარდოვანი, რთული თანწყობილი წინადადებებით წერას, ეგ კი არა თვალების გახელის თავიც არ მაქვს. ვერც კი დავითვლი დღეს ყოველ 1 საათში რამდენი დამამშვიდებელი დავლიე (რაღათქმაუნდა ჩუმად).
დღეს რაღაც გაურკვეველ და საშინლად ძლიერ წვას ვგრძნობ მთელს სხეულში. ეს გრძნობა უცხო ნამდვილად არაა ჩემთვის. თითქოს რაღაც ცუდს მანიშნებს გული. მან ხომ იცის ყველაფერი, ქვეცნობ