ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით, ალბათ არასდროს შევცდებით. ეკლიან გზებსაც ავცდებით და შორს მწვერვალებს გავცდებით. თუმც ვერანაირი აცდენით, ბედისწერას ვერ აცდები, ამაო იქნება განცდები, ამაში მართლა არ ვცდები
დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ ... ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე ... რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული! ...
კარგად ვინც მიცნობს ღალატს ვიცი ვერვინ დამწამებს, ვინც ცუდად ფიქრობს იგი მხოლოდ მის თავს აწამებს. მე თუ ვიყვარებ ერთგული ვხდები კუბოს კარამდე სანამ მოვკვდები უღალატო ვრჩები მანამდე. თუ ცუდად ფიქრობ ღალატი ჩემი შენ დაგიწყია, მსგავსი ფიქრებით ფიქრი გულშიაც არ დამიწყია. და განსხვავებით იმისა რომ შენ მარტო ვერ ძლებ, მე ამ ცხოვრების მარტო გავლას ყოველთვის შევძლებ.
არასოდეს ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე ხელი, არასოდეს თქვა რომ არაფერი გამოგივა, დაივიწყე ეს უაზრო ფიქრი , არ მიყვე ამ ცხოვრების უაზრო დინებას, იყავი ისეთი როგორიც ხარ, ნუ მიბაძავ სხვებს, გქონდეს იმედი და გწამდეს......)) მიუღწეველი არაფერია..!!
ცხოვრებამ ალბათ ტანჯვისთვის გამაჩინა პატარა სიყვარულიც კი არ შემარჩინა წამართვა ის რაც ყველას აბადია შეცდომა მხოლოდ მე არ მაპატია ტკივილმა ბევრჯერ მწარედ ამატირა რამდენჯერ ბრაზმა ძლიერ ამაყვირა.ზოგრჯერ დარდი რო ძალას მართმევდა ალბათ სხვა ამას ვერც კი ამჩნევდა მინდოდა თქმა და არვინ მისმენდა ვინ იცის დარდამ რამდენჯერ რამდენჯერ დამაღონა მაგრამ ტკბილად არავინ გამაგონა მიდოდა გამეგო მართლა რა ხდება რატომ იყო რო გრძნობები კვდებოდა მაგრამ სიმართლეს არავინ ამბობდა და ჩემგან ყველა უსიტყვოდ გარბოდა......