ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:
- დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, - ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
- სამშობლო... სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და...
- კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, - დაჯექი დუმბაძე, - მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
- არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, - შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.
....
დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
- აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი
იცი, შვილო ჩემო რატომ, კვებავს დედა და ვერ ანაყრებს თავის შვილს?
–იმიტომ, რომ მკერდით კვების დროს მათ სიყვარულის სიმღერას კი არ უმღერის, არამედ მეზობლის სიძულვილისა.
იცი, შვილო ჩემო რატომ შრებიან წყაროები და მიწიერ ნაყოფს უკვე ის სიტკბო აღარ აქვს,რაც ადრე ჰქონდა?
– ადამიანთა ცოდვების გამო,რომლითაც უძლურება შემოვიდა მთელ ბუნებაში.
იცი, შვილო ჩემო, რატომ გამრავლდა სნეულებანი და საშინელი ვნებები?
– იმიტომ რომ ადამანებმა დაივიწყეს, ის ვინც სამყაროს განაგებს, ის ვინც წყაროა ყოველი სიკეთისა.
მაგრამ ნუ ტირი, შვილო ჩემო, მალე უფალი მობრძანდება და ყველაფერს მოაწესრიგებს.
წმ ნიკოლოზ სერბი
ახლა მოკრძალებით გიწერ ამ წერილებს.
რა ვქნა ვეღარ ითმენს გული საღამომდე.
დე, რამ გამაჩუმოს ... ჩემზე უკეთ იცი,
ჩემთვის რა რთულია უშენობას ვგრძნობდე.
შენ რომ გგონია რომ უკვე გავიზარდე,
წლებს ნუ დაუჯერებ. ისევ პატარა ვარ.
ახლაც ისე მინდა გულში ჩამიხუტო,
თითქოს ამ ერთხელ და მეტი აღარა ვარ...