„შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა
სოფელი არა დაუტევე, ღუთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა,
და აწ მეოხებითა შენითა იხსნის სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა“. ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს გილოცავთ ,ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
იყოს შემწე და მაცხოვნებელი ჩვენი ,დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!!!
იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!!!
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა ადამიანის განახლებისა, ერთადერთი გზა, მივცეთ ადამიანს საშუალება, ბოლომდე გადაგვიშალოს გული, არის ის, რომ გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს არა მხოლოდ მისი სათნოებების გამო, არამედ იმისდა მიუხედავად, რომ იგი არასრულყოფილია; გვიყვარდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანია და იმიტომ, რომ ადამიანი თავისთავად ასე დიადი და მშვენიერია