დ ე დ ა ! მე შენს სახელზე მოვქარგავ იებს, თან მივახატებ უამრავ კოცნას, ქარს გამოვატან სითბოს და ალერსს და სანთლის ალზე ერთ გამთბარ ლოცვას. შეახე ხელი, შენი ფიქრი ვარ, ერთი უბრალო დარდი და სევდა, ბავშობაში რომ ხელს მაშველებდი, ნუგეშს მაძლევდი "მოგიკვდეს დედა". ახლა თუ ზოგჯერ უმწეო ვხდები, შენ უხილავად ჩემს გვერდით გხედავ, მე მაპატიე თუ ისევ გიხმობ, ჩემო სუსტო და ძლიერო დედა... მე შენს სახელზე მოვქარგავ იებს, თან მივახატებ უამრავ კოცნას, ქარი გადმოგცემს უამრავ ამბებს, გამოატანე მას დედის ლოცვა