Предыдущая публикация
გაუფრთხილდით ოცნების ქალებს, მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება, თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება... სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ, ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით, ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით. ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია, არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია, თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული, ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!... ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში, და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში.''
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 149
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.
ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...
ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.
კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე.
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.
კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.