saxe gicinodes, guli ki tirodes, gana es gimili martla gimilia?ginda ar gindodes, mainc icinode es xom usazgvrod didi tkivilia, dardi tan gsdevdes da agar gasvenebdes titqos dagcinodes bedis ironia, nutu yvelaperi umal daivicyo ase martivi da ase iolia...
ბევრჯერ, გულნატკენს ფეხს რომ გადგავენ, ასე გგონია, რაღაც მთავრდება, იმედდაკარგულ დარდიან ფიქრებს, გულის სიღრმეში ცრემლი წასკდებათ, როცა დაცემულს ზურგს შეგაქცევენ და ვერ ამჩნევენ შენში რა ხდება, ჩემთვის ეს გრძნობა უცხო არ არის, ვიცი, მკერდში, რომ გული გაკვდება, გამომიცდია, ვისაც ენდობი, ღალატი მისი სულს რომ აჩნდება, წაქცეული რომ არვის სჭირდები და არ აფიქრებთ რა გემართება, სწორედ ამიტომ უნდა წამოდგე, რაც დაითმინე მადლად დაგხვდება, უიმედობას არ შეეჩვიო, უფალმა შეგქმნა თავის ხატებად, თუ მოინდომებ და ცას შესწვდები, მაშინ არასდროს გაგიავდრდება, შენი ცხოვრება თვითონ მოხატე, ეს გზა უშენოდ არ დამთავრდება, ბედნიერება შენში მოძებნე, გულის სიღრმეში რომ იმალება, თუკი იპოვი, მაშინ გჯეროდეს, რაც გინატრია მ