**************************
იჩქარე, ხვალ და ზეგ არ იყოს გვიანი,
ცხოვრება ერთ წამსაც არავის პატიობს,
იჩქარე, დღეს დილა გათენდა მზიანი,
ყველას სიყვარული მაგ გულში დატიო.
იჩქარე, ღიმილი აჩუქო სამყაროს,
ტყუილად შენ სატრფოს ნურაფერს პირდები
და თუ ხელის გულზე გინდა რომ ატარო,
ათასჯერ უთხარი:"მიყვარხარ, მჭირდები".
იჩქარე, შენ წილად გაიღო სიკეთე
და სამაგიეროს ნუ დაელოდები,
თუ ვინმე ბოროტი, რამე ცუდს გიკეთებს,
უბრალოდ, უჩუმრად დგები და შორდები.
იჩქარე, მზის სხივით გული რომ გაითბო,
ყინვიან ზამთარმა ასე თუ დაგღალა,
ეცადე მათხოვარს ლუკმა რომ გაუყო,
მის დაღლილ თვალებში ცრემლი რომ ჩამდგარა.
იჩქარე, შვილებთან მოასწრო სიცოცხლე,
სანამდის ბუდიდან გაფრენას ლამობენ,
ცხოვრება წამია, როდემდე იცოცხლებ,
გახსოვდეს, შვილები უდედოდ წამობენ.
იჩქარე, სამშობლო შორიდან გეძახის,
მშრალ სიტყვად ნუ ტოვებ ფურცლებზე ნაწერებს,
თუ დღემდე ის ერთი ნერგიც კი ვერ დარგე,
ნუ იტყვი ქვეყანა ოფლით რომ აშენე.
იჩქარე, სანამდის მტერმა და მოშურნემ
მიწას გულისპირი სისხლებით მოურწყეს,
ფრთაშესხმულ ოცნებებს შვილებს ნუ დაუმსხვრევ,
დაბრუნდი, ცხოვრება შენ გვერდით მოუწყე.
იჩქარე, სიცოცხლის ბოლო ჟამს მოუსწრო,
მოხუცი მშობლების თვალები გელიან,
ეცადე, ლოცვებით უფალს რომ მოუხმო,
მათთვისაც უშენოდ ყოფნა ხომ ძნელია.
იჩქარე,უნახავ საფლავებს ესტუმრო,
მთვარე ჩაესვენა ნელ-ნელა ბინდდება,
ვიდრე არ დამჭკნარა წითელი ვარდები,
ცრემლებით მორწყე და კვლავ აბიბინდება.
იჩქარე, ცხოვრება ხალისით გალიო,
დარდი და ნაღველი გულს გადაიყარე,
შენ ტკბილ ცხოვრებაში არავინ ჩარიო,
იჩქარე, დრო გადის, ძალიან იჩქარე.
მარინა ყიფიანი
11.03.2016


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3