*********
მიწის ქვეშ გმინავს გმირთა საძვალე,
დედებს თვალთ ცრემლი არ შეშრობიათ,
ჩვენივე მოძმე დუმილს გვაძალებს,
მტრად შემოსული მოძმე ჰგონიათ.
ცა დაუბნელდათ შინდისის გმირებს,
ანწუხელიძე ძვლებში ამტვრიეს,
შემოუნახა სამშობლო შვილებს,
ჩვენ კი ტალახში ამოვათრიეთ.
დუღს გულისპირი ქართული მიწის,
მამა-პაპათა სისხლით მორწყული,
უცრემლოდ ლექსის დაწერა მიჭირს,
გული მაქვს უკვე ასჯერ მოკლული.
რამ დაგვიბნელა თვალები ასე,
რამ გაგვაქვავა, რამ დაგვამუნჯა.
მტერი ბალღამის ფიალას ავსებს,
სამშობლო ღალატს ვერ გადაურჩა.
შადიმანები ფერხულს მართავენ,
დედები საზღვრებს გარეთ მიდიან,
თავისუფლებას კარს უკეტავენ,
მონობისათვის სინდისს ჰყიდიან.
ოსმალ-მონღოლმა რაც ვერ წაგვართვა,
ჯალალედინმა რაც ვერ დაგვაკლო,
მტერმა ქართველის ხელით გაგვძარცვა,
ცდილობს რუქიდან მოგვსპოს, გაგვაქროს.
მოვა თაობა მწარე კითხვებით,
განადგურებულ წარსულის კვალით,
ჰოდა ქართველნო, მე გეკითხებით:
"როგორ ვიმართლოთ შვილებთან თავი."
მარინა ყიფიანი
21.05.2023
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2