მადლობელი ვარ, რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…
მადლობელი ვარ მათთვის, ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…
...მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…
მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…
მადლობელი ვარ, რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…
მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ…
მადლობელი ვარ მტრებისთვის… მათ სინათლე დამანახეს და სიკეთე მასწავლეს…
მადლობელი ვარ მათიც, ვინც მატკინა და პატიება მასწავლა…
მადლობელი ვარ ყოველი ადამიანის ღიმილისთვის… ბავშვების სიცილისთვის…
მადლობელი ვარ ნათელი სულისთვის და სიყვარულით სავსე გულისთვის…
მადლობელი ვარ ჩემი მფარველი ანგელოზისთვის, რომელიც შენ გამომიგზავნე და თავზე დამფარფატებს…
მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელმაც ჩემს სულში სიცოცხლის სიმფონია ააჟღერა…
გვიყვარდეს ერთმანეთი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1
ბიბლია გვპასუხობს:
არა. ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით იესოს სახელით. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათე 6:9). მას არასდროს უთქვამს თავისი მოწაფეებისთვის, რომ ღვთის გარდა ლოცვით მიემართათ წმინდანებისთვის, ანგელოზებისთვის ან სხვა რომელიმე ქმნილებისთვის.
იესომ თავის მოწაფეებს აგრეთვე უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). ღმერთმა მხოლოდ იესოს მისცა უფლება, ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის (ებრაელები 7:25).
რა მოხდება, თუ ღმერთსაც მივმართავთ ლოცვით და წმინდანებსაც?
ღვთის მიერ ადამიანებისთვის მიცემულ ათ მცნებაში ვკითხულობთ: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი“ (გამოსვლა 20:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რა გაგებით არის ღმერთი „შურისმგებელი“? ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თა...Ещёუნდა მივმართოთ თუ არა ლოცვით წმინდანებს?
ბიბლია გვპასუხობს:
არა. ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით იესოს სახელით. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათე 6:9). მას არასდროს უთქვამს თავისი მოწაფეებისთვის, რომ ღვთის გარდა ლოცვით მიემართათ წმინდანებისთვის, ანგელოზებისთვის ან სხვა რომელიმე ქმნილებისთვის.
იესომ თავის მოწაფეებს აგრეთვე უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). ღმერთმა მხოლოდ იესოს მისცა უფლება, ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის (ებრაელები 7:25).
რა მოხდება, თუ ღმერთსაც მივმართავთ ლოცვით და წმინდანებსაც?
ღვთის მიერ ადამიანებისთვის მიცემულ ათ მცნებაში ვკითხულობთ: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი“ (გამოსვლა 20:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რა გაგებით არის ღმერთი „შურისმგებელი“? ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი და ლოცვითაც მხოლოდ მას უნდა მივმართოთ (ესაია 48:11).
ჩვენ ღმერთს გულს ვტკენთ, თუ ლოცვით მივმართავთ სხვებს — წმინდანებს და ანგელოზებს. როდესაც მოციქული იოანე ანგელოზის ფეხებთან თაყვანსაცემად დაემხო, ანგელოზმა შეაჩერა: „ამას ნუ იზამ! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ დამოწმების საქმეს ასრულებენ. ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 19:10).