სიყვარული დიდი არის
გულით უნდა განიცადო,
თუ ჯერ სტუმრად არ გწვევია
ცოტა უნდა დაიცადო.
ვინც მოგიძღვნის დიდ სიყვარულს
დააფასე,აგრძნობინე
რომ შენც გიყვარს დაუფიცე
ერთი,ორი აკოცნინე.
სიყვარული უფალია
ჩვენ კი მისი მტარებელნი,
მოდით გულში ჩავიხუტოთ
ყველა ჩვენი მყვარებელი.
თუმც ყველაზე დიადია
ქალ-ვაჟური გაელვება,
ერთიმეორის გულებში
ცეცხლის ალად აენთება.
თუ დავიცავთ მისსავ მცნებებს
ჩვენი გზებიც განათდება,
შევიყვაროთ ერთურთი და
ყველაფერი დალაგდება.