ასურელი ვარ, ამიჩეხეს სუსტი ფერდები,
სულ ერთი გრამი სისხლი შემრჩა, ისიც თხელდება
თუ არ განაღვლებ, სახლში როგორ გაგიჩერდები,
ამ სიძულვილში ყოფნა უფრო გამიძნელდება...
ჩემში შეხიზნულ ქრისტეს ენას აკრავენ ჯვარზე,
გადავეფარე მოტეხილი მძიმე ხელებით...
გათენებამდე ვერ მივაღწევ, ძლივს ვსუნთქავ ასე,
და უფრო მეტად შენი მტკივა განსაცდელები...
ასურელი ვარ, ანუ ის ვარ, ვინც არ სჭირდებათ,
მზე აქ არასდროს ამოსულა აქამდე გვიან...
ჩემსავით მხოლოდ ის აწამეს-უფალს დიდება,
მაგრამ იმას ხომ უპოვართა მფარველი ჰქვია...
ასურელი ვარ, წამებიც და ბოლოჯერ ვკვდები,
რატომ არ გინდა, ნაკუწებად ქცეულს მიცნობდე,
დავტოვებ სხეულს, მძიმე ჯვარზე შენივე ნებით,
მაგრამ ,,ყველაფერს მოვუყვები უფალს", იცოდე...
/მამა პეტრე/
ილია მეორე: გარდაცვლილი მშობლების სურათებს საკურთხი დაუდგით და ელაპარაკეთ
ვისაც მშობლები გარდაცვლილი გყავთ, უნდა გქონდეთ მათი სურათები, სურათებთან საკურთხი უნდა დაუდგათ და ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს. ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
" მათ ესმით თქვენი, ისინი შეისმენენ თქვენს საუბარს. ლოცვა კურთხევა მშობელთა იყოს თქვენზე და ყოველ ადამიანზე",- აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა უძღები შვილის იგავიც გაიხსენა. ილია მეორე დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც უძღები შვილივით ყველა რჩეული კვლავ დაბრუნდება უფალთან.
"შევთხოვოთ უფალს, რომ მთელი საქართველო დაბრუნდეს მასთან და იყოს უფლის სამწყსო",- ბრძანა უწ