,,ოჯახის მფარველი, ოჯახის მაკურთხეველი" ხატი
ხატი დაიწერა პატრიარქის ლოცვა- კურთხევით.
„ოჯახის მფარველ“ ხატზე ღვთისმშობელი ყრმით ხელშია გამოსახული. მას ცალ მხარეს წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა ნინო უდგანან, მეორე მხარეს - წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი.
უფლის დედას თავს ანგელოზები, ქერუბიმები და სერაფიმები დასტრიალებენ.
უფალმა და დედაღვთისამ დაიფაროს ჩვენი ოჯახები.
მუდამ სიყვარული,სითბო, და მშვიდობა სუფევდეს. უფალი გფარავდეთ