ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელის; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდება; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს! შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები – არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამ შეთავაზებას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნვა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე