*თითქოს ნაზი და ერთობ ბრწყინვალე,
ეს გაზაფხული გრძნობას გადამდებს,
ზაფხულის სითბომ გადამავიწყა,
დღემდე რომ დავდევ ზამთრის ნაკვალევს…*
-
*წვიმის წვეთებში დავიდებ ბინას,
და სარკმლის შიგნით ანთებულ თვალებს,
გარედან ვეტყვი ყოველ წლის ამ დღეს:
შენს სადღეგრძელოს თვით მარტი დალევს!*
__✠__ უფალმა! გადმოხედოს და გადაარჩინოს ჩვენი ახალგაზრდობა და მომავალი, სწორ გზაზე დააყენოს...! უფალმა! გამძლეობა მოგცეთ ყველას. უფალო! დაიფარე საქართველო რათა არ იციან რას სჩადიან...!__✠__