„სახლში ვახშმად დავბრუნდი და ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ მართალია მიმძიმდა, მაგრამ მისთვის რაღაც უნდა მეთქვა. მან არაფერი მიპასუხა და ვახშმობა გააგრძელა. მის თვალებში, მაშინ, პირველად არ შემიმჩნევია ტკივილი…
თუმცა, დაწყებული საუბარი განვაგრძე და ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა. მას არც წყენა გამოხატვია სახეზე და არც გაკვირვება, უბრალოდ, ჩუმად მკითხა, „რატომ?“ მე არ ვუპასუხე და ამან ის გააბრაზა. ჩემი მეუღლეს ისტერიკა დაემართა, საგნებს მესროდა და მიყვიროდა, რომ არაკაცი ვარ.
იმ საღამოს მეტი აღარ გვისაუბრია. ოთახში დასაძინებლად გავედი და მესმოდა, ჩემი ცოლი როგორ ტიროდა. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი მისთვის მიზეზების ახსნას. რა მეთქვა, რომ აღარ მიყვარდა?! რომ ჩემი გული ახლა, სხვა ქალს ეკუთვნოდა