დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი, სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა, ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი…”