კაკას ბევრი არაფერი სჭირდება- ოჯახი, ფეხბურთი და ღმერთი. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ისევ ვიხილავთ იმ კაკას, რომელიც ხალისით, მთელ მონდომებას, გრძნობასა და ჟინს დებდა მოედანზე. იმედი მაქვს ის კვლავაც ისე ითამაშებს თითქოს ეს მისი უკანასკნელი მატჩი ყოფილიყოს. თამაში ხომ მისთვის ცხოვრებაა. თამაში მისთვის ღმერთიც არის, რომელიც მას ამ გზით ატარებს, თავად ის კი ამ რგოლის ნაწილია. რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს ან სისწრაფეს? მთავარი თამაშის წყურვილია. მადრიდში კი მას დიდი ხანია სწყურია...