ბერი გაბრიელი (ურგებაძე)
მათხოვრებზე.
პავლე მოციქული ბრძანებს: „შემთხვევით ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება თავიდან“. ე.ი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მითუმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი და მათხოვარი. ყველაფერში ღვთის განგება და წყალობა უნდა დავინახოთ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მათხოვრები ღვთისაგან დაჩაგრულნი და განწურულნი არიან. ისინი ჩვენი ცხონების საკითხს ემსახურებიან და ხშირად ჩვენი განკითხვისა და სულის ცხონების მიზეზნიც არიან. ამდენად, ამქვეყნად ტანჯვა-ვაების სანაცვლოდ, მარადიულ სამყოფელში ჩვენზე გაცილებით დიდ ნეტარებაში იქნებიან.
უფალი ბრძანებს: „რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მე მიყავი“. არსებობს ასეთი ხატი, გზად დავრდომილ მ