,,...მოგონებები ზარდახშას გავს, რომელიც საგულდაგულოდ გაქვს შენახული ყველაგან შეუმჩნეველ, ყველაზე მაღალ თაროზე, საკმარისია შეეხო და მაშინვე გამოანათებს მასში შენახული ყველა სიხარული, ტკივილი, სევდა, ღიმილი თუ ბედნიერება. მერე კი ისევ აფარებ თავს და აბრუნებ თავის ადგილზე, სადაც ზუსტად იცი რომ შენს გარდა ვერავინ შეეხება, რადგან მისი გასაღებიც შენს ხელშია და შენახვის ადგილიც მხოლოდ შენ იცი..."