მან მიპასუხა – არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას.
მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა – არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს.
მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის, ისე მყვარებოდა ყველა ადამიანი, როგორც მას ვუყვარდი მე. ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო, – მითხრა ღმერთმა.
მაშინ მე ვთხოვე და განსაცდელს შემამთხვია, რათა სული გამოეწრთო ჩემი.
სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.
კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებებიც მომცა. ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა.
მან შეისმინა ჩემი ლოცვა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев