ინგრედიენტები:
კვერცხი 7
შაქარი 1.5-2 ჭიქა
სოდა 1 ჩ.კ
თაფლი 2 ს.კ
ფქვილი 2.5 ჭიქა
კაკაო 3 ს.კ
დაჭრილი ნიგოზი 1 ჭიქა
კრემი:
მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
დარბილებული კარაქი 200 გ
დაჭრილი ნიგოზი 1 ჭიქა
ვანილი
კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, ჰაეროვანი მასა. დაამატეთ 2 ს.კ ცხელ წყალში გახსნილი თაფლი, სოდა და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ. მიიღებთ არაჟნის სისქის ცომს. გაყავით სამად და გამოაცხეთ სამი ფირფიტა ქარალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 25X35 სმ) 180-190 გრადუსზე.
კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე და წაუსვით სამივე ფენას. კრემის შემდეგ ფენებს მოაყარეთ ნიგოზი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев