12 ივლისი - ხსენება წმიდათა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: პეტრესი და პავლესი
გილოცავთ მართლმადიდებელნო !
გწყალობდეთ და შეგეწიოთ წმ. მოციქული პეტრე, წმ. მოციქული პავლეს მადლი.
გაგაძლიეროთ ღმერთმა ლოცვასა დ სიყვარულში!
ტროპარი:
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი:
მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.