ბავშვობაში სოფელში კოკერსპანიელი ძაღლი მყავდა, პერი ერქვა. ბებიამ ერთ-ერთ ქართულ ფილმში მოქმედი ძაღლის საპატივცემულოდ დაარქვა. დიდი, წყლიანი თვალები ჰქონდა. ისესაღამოს სოფლის ბირჟის ტრადიციულ შეკრებაზე მიმაცილებდა. მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გარეთ ავ ძაღლებთან ჭიდილი ელოდა. მოდიოდა თავაწეული ჩემი მცველი და მე მიხაროდა, რომ ასეთი ერთგული მეგობარი მყავდა. მიყვარდა პერი, იმიტომ რომ მასაც გამორჩეულად ვუყვარდი. არსთა გამრიგეს მიერ მისთვის მინიჭებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ავლენდა სითბოს და მზრუნველობასზაფხულის დამთავრებასთან ერთად პერისთან გამომშვიდობება მიწევდა და ალბათ ჩემი ბავშვობიდან ეს ეპიზოდები ყველაზე სევდიანი მოგონებებია. ერთ-ერთი ზაფხულის მიწურულს ჩვენი გამგზავ