საკუთარი თავის შეცნობა ძალიან რთულია,მაგრამ ამაზე რთულია იცხოვრო იქ სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ყველას განსხვავებული ნიღბით აქვს სახე მომკული.ამ ცხოვრებაში ყველას სხვდასხვა როლი აქვს შესასრულებელი . ეს ცხოვრება ხომ ნიღბების კარნავალია,მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე გვიხდება როლის შეცვლა და სხვა ნიღბის მორგება.
იცი, არიან ჩვეულებრივი უსაქმურები - უბრალოდ უსაქმურები, სხვა არაფერი. მაგრამ არიან საპირისპირო ხასიათის უსაქმურებიც, პირველთაგან სავსებით რომ განსხვავდებიან.
ზოგიერთის უსაქმურობა სიზარმაცის, უნებისყოფობის, მისი მდაბალი ბუნების ბრალია. თუ გსურს, ჩამთვალე მეც ასეთ უსაქმურად.
არიან სხვაგვარი უსაქმურებიც, უსაქმურები - უნებურად. მათ მოქმედების წყურვილი აღრჩობთ, მაგრამ არაფერს აკეთებენ, რადგან არა აქვთ მოქმედების შესაძლებლობა, რადგან ვიღაცას თითქოს ციხეში მოუმწყვდევია; რადგან ის არ აქვთ, რის გარეშეც ნაყოფიერად ვერ იშრომებენ;
რადგან ისინი ასეთ ყოფაში გარემოებათა საბედისწერო დამთხვევის გამო ჩაცვივნულან. ასეთმა ხალხმა ზოგჯერ არც იცის, რა შეუძლია, ინსტიქტურად კი არ, რას გრძნობს: "რაღაცაში მეც ვარგივ