,, ცეცხლის ალში გახვეული სამი "მტრედი",
უიმედოდ მოითხოვდა შველას,
მძვინვარებდა ულმობელი სიკვდილი და
"მტრედებს" ცაში უწყვეტავდა ფრენას.
ცა გაშავდა, გლოვის ზარი აყრუებდა
ტაძრებსა და საქართველოს ზეცას,
სამ სიცოცხლის ნაადრევი დასასრულით
გული ჰქონდა დაკოდილი მტერსაც.
ვაი დედებს, ვისი გულიც თან გაჰყვება
ცეცხლის ალში სამ ჩაფერფლილ ღიმილს,
არ არსებობს სანუგეშო ის სიტყვები,
რითაც მათ გულს შევუმცირებთ ტკივილს.
ო...სიკვდილო, რას ერჩოდი ამ პატარებს,
ნაადრევად შეუწყვიტე ფრენა,
არ დასცალდათ ქართულ ცეკვის სილამაზით
გასცნობოდნენ მსოფლიოში ყველას.
საქართველოვ, ჭირთათმენით გადაღლილო,
ცრემლებისგან გაჟღენთილო მიწავ,
აიტანე კიდევ ერთი სატკივარი,
გახსოვდეს, რომ ღვთისმშობელი გიცავს.
დღეს გლოვაა, ტირის ცა და დედამი