პატარა სიცოცხლე გიფეთქავს სხეულში,
ღვთისმშობლის კალთა და კურთხევა გაფარია.
დღითი დღე იზრდება შენში სიხარული
უფლისგან ისეთი მადლი გაბარია...
როგორც მზის თვალებიდან შუქის ჩამოფრქვევა...
როგორც განთიადზე ღუღუნი მტრედების...
ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალი ხარ-
მოლოდინს დაგილოცავ მაგ თბილი ხელების...
აკოკრილ მუცელს რომ სინაზით შეჰხარი
გიყურებ და გულში ლოცვები დამდიან...
უფალს ვთხოვ მშვიდობის მუხლი მოიყარო,
ყველაზე მთავარი რამ შენთვის მწადია-
გამრავლდი,იხარე ზღვა ბედნიერებით!..
პატარას სურნელი გეპკუროს სუნამოდ,
რამდენიც დაარწიოს ქალ- ვაჟის აკვანი,
იმდენი გაუზარდე ამას გთხოვ უფალო.