წესით 1 ცალი ცხვება და შუაზე იჭრება, ოღონდ ცოტა პატარა ფორმაში, მე ფართე ფორმაში გამოვაცხე 2 ცალი ..გავითვალისწინე რა ჩემი ოჯახის მოთხოვნა smile ემოცია მაშ ასე..3 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი კარგად ავქვიფოთ, დავამატოთ 1/2 ბანკა შედედებული რძე...1ჭიქა არაჟანი ,1ჩ,კ სოდა ძმრით , ვანილი , 1,5ჭიქა ფქვილი ( ცოტა მეტი შეიძლება დაჭირდეს, ფქვილს გააჩნია ) და ამ ფქვილში არეული 3 კოვზი კაკაოო. გამოვაცხოთ ცხიმ წასმულ ფორმაში. კრემი..350 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ და შევურიოთ 1 ცალი შედედებული რძე.ვანილი და 2 ჩ.კ კაკაო. ( თუ 1 ცალს გამოაცხობთ , მაშინ ნახევარი ბანკა, რომელიც დაგრჩა და 200 გრ კარაქი ) ....დასანამისითხე... მე გავაკეთე ჩაის სიროფით ,ვანილით და კონიაკით. ზუსტად ასეთივე გამოვაცხვე მეორე ბისკვიტიც. თავები მოვაჭერი და გავასწორე ბისკვიტები. ეს მოჭრილი ცოტა გაამოვაშრე და გამოვიყენე ზემოდან და გვერდებზე მოსაყრელად..შუაში კრემზე აქვს ნიგოზი. ზემოდან მოვაყარე ცოტა შოკოლადი და მოვასხი მინანქარი. პ.ს. ვინაიდან საკმაოდ მაღალი გამოდის, კარგადდ დანამეთ გოგოებო მშრალი რომ არ იყოს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев