განა მიყვარხარ...
უბრალოდ გიჩემებ,
მე შენი სიყვარული
ვერაფრით ვიჩემე.
განა მიყვარხარ...
მხოლოდ გეჩვევი.
უშენო ერთ დღესაც
ვერაფრით ვეჩვევი.
განა მიყვარხარ...
რატომღაც გნატრულობ.
მუდმივი ფიქრი ხარ
სიზმარში გნახულობ.
განა მიყვარხარ...
ეს,მხოლოდ დარდია.
ოცნების ფერების
შავ-თეთრი ვარდია.
განა მიყვარხარ...
ეს სულის ცრემლია.
ჩემი სიყვარულის
და გრძნობის წვეთია.
განა მიყვარხარ???
არადა,მიყვარხარ...
11,11,15
tamar chedia