გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და შემდგომ გაუზიარეთ ყველა პაპიძეს.
მე გახლავართ გიორგი პაპიძე დავითის-ძე სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე სოფელ სხვილისიდან. ამჟამად ვცხოვრობ ახალციხეში.
21 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა პაპიძეების გვარის დალოცვას. შევხვდით მამა ანდრიას ვესაუბრეთ და მოგვცა კურთხევა რომ დაილოცოს ჩვენი გვარი. დაიწეროს საგვარეულო ხატი. შეიქმნას გერბი და შემდგომ თუ იქნება ჩვენი დიდი მონდომება და ღვთის შეწევნა აშენდეს ტაძარი საიდანაც დასაბამს იღებს ჩვნი გვარი. ამისთვის საჭიროა თქვენი თითოეულის მაქსიმალური ჩართულობა და რაღათქმაუნდა ფინასები, ხოლო ვიდრე თანხის შეგროვებას დავიწყებთ მანამ უნდა მოვძებნოთ გვარიდან მინიმუმ 20 ადამიანი რომელნიც წაიკითხავენ ყოველდღე ფსალმუნს. ესარის 150 ფსალმუნი, 20 კანონი. უპირველეს ყოვლისა გამომეხმაურეთ ის პაპიძეები ვინც გადაწყვტთ ფსალმუნის კითხვას. უკვე არის სამი მსურველი სოფელ სხვილისიდან: გენადი პაპიძე, იამზე პაპიძე და მარინა პაპიძე.
მინდა გთხოვოთ ყველა პაპიძეს თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ გვართან დაკავშირებით, ან რაიმე ჩანაწერი არსებობს ეს ყველაფერი შევაგროვოთ და მოვიძიოთ არქივიდან ჩანაწერები. ყველამ ყველფერი გაუზიაროთ ერთმანეთს.
ნიკა ტარიელის-ძე პაპიძეს და დედამისს ქალბატონ მაყვალას უსახელოდან ვთხოვ მოგვაწოდოს წიგნი სადაც არის ახწერილი გარკვეული წლები პაპიძეების ისტორიისა.
გთხოვთ თქვენი მაქსიმალური ჩართულობით და მონდომებით გავაკეთო ეს მადლიანი საქმე.
როგორც კი შევგროვდებით ის 20 ადამიანი რომლებიც შემდგომ წაიკითხავენ ფსალმუნებს. მას შემდგომ დავპოსტავ ანგარიშის ნომერს სადაც შევძლებთ თანხის შეგროვებას.
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ შეგიძლიათ დამირეკოთ ან მომწეროთ SMS ნომერზე 591 111 011 სამუშაოსაათებში როგორც კი თავისუფალდროს ვნახავ მაშინვე დაგირეკავთ და გაგცემთ ამომწურავ პასუხს. სამუშაო საათების შემდგომკი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამირეკოთ.
P.S თუ ვინმეს იცნობთ ხატმწერს აუცილებლად გამაგებინეთ და შემდგომ ერთად ვნახოთ და დაველაპარაკოთ.და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი რაც გადასაწყვეტია
რომელი წმინდანის ხატი გსურთ რომ დაიწეროს???
მე ვესაუბრე მამა ზურაბ პაპიძეს რომელიც წირვა-ლოცვას აღავლენს ბორჯომის წმინდა გიორგის ტაძარში, მან გვირჩია რომ დავწეროთ წმინდა გიორგის ხატი.
იმედი მაქვს რომ ამ საქმეს მივიყვანთ იქამდე რომ ჩვენ ყველა ერთად ავაგებთ ტაძარს.
ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლეროს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев