საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,ხან რომ გაწვიმდება მას შეცვლის ტალახი..ხან კი მზეც ამოვა მაგრამ რას გავიგებ,საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ,რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში,ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი ...