უგემრიელესი ჰაეროვანი ტორტი "ტრიუფელი"
საღამო მშვიდობის, დიასახლისებო. აი, მე ისევ თქვენთან ვარ და ამჯერადაც საინტერესო და გემრიელი ნუგბარის რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ. ალბათ ყველას თუ არა უმეტესობას გიყვართ შოკოლადი. "ტრიუფელიც" გექნებათ გასინჯული: შავ კაკაოში ამოვლებული უგემრიელესი დახვეწილი გემოს მქონე შავი შოკოლადის ბურთულები-ფრანგი კონდიტერების შედევრი.
დღეს შემოგთავაზებთ ჰაეროვანი და გემრიელი შოკოლადის ტორტის
''ტრიუფელის '' რეცეპტს. ავიფაროთ წინსაფრები და შევუდგეთ საქმეს. მოვამზადოთ
ბისკვიტისათვის საჭირო ინგრედიენტები:
შაქარი(უმჯობესია მუქი ფერის)-300 გრამი
მწარე შოკოლადი(70% კაკაოს შემცველობით)-140 გრამი
კვერცხი-2 ცალი
კაკაო მუქი-2 სუფრის კოვზი
კარაქი-140 გრამი
სოდა- ნახევარი ჩაის